17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მმართველი გუნდის ბრალდებები მარგველაშვილის მისამართით გრძელდება

მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებული ვეტოს შემდეგ, ქართული ოცნება ქვეყნის პირველ პირს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს. დეპუტატებს ასევე მიაჩნიათ, რომ გიორგი მარგველაშვილი მათ უფლებამოსილებებში ერევა.

ხელისუფლების რიტორიკა პრეზიდენტის მიმართ მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისთვის. უშიშროების საბჭოს სხდომის მონაწილეობაზე უარს და ვეტოს გამო გაღიზიანებას ოპონენტები ერთიან კონტექსტში განიხილავენ და დარწმუნებული არიან, რომ ბრძოლა პრეზიდენტის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე მიმდინარეობს.

ხმაურიანი ბრალდებების საპასუხოდ, პრეზიდენტის გუნდმა გუშინდელი საპარლამენტო დებატებისას, მმართველ გუნდს გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შესთავაზა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ის, რაც ბოლო დღეებში ქართული ოცნების ლიდერებისგან ისმის, ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყანაში არსებულ ბელადომანიაზე მიუთითებს.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კონფრონტაციას გიორგი მარგველაშვილთან ქართული ოცნება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ დაასრულებს. 

დღის ამბები