17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის მორიგი კონცერტი - ნინო სურგულაძე და სხვა და სხვა მუსიკალური გუნდები

საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის მორიგი კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში - კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ საღამოზე, ნინო სურგულაძე სცენაზე სხვა და სხვა მუსიკალურ გუნდთან ერთად გამოვა.

ახალგაზრდა დირიჟორი ნინო სურგულაძესთან და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრებთან ერთად, კლასიკური მუსიკის საღამოსთვის ემზადება.

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, 27 მარტის კონცერტზე სამი კომპოზიტორის ნაწარმოებები შესრულდება, მათ შორის რამდენიმე ამ მუსიკალური შემადგენლობით საქართველოში პირველად. რიჰარდ ვაგნერის შესავალი და ფინალი ოპერიდან პარსიფალი, რომელიც გერმანელი კომპოზიტორის და დირიჟორის უკანასკნელი ნაწარმოებია. 

ოპერისა და ბალეტის თეატრში საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის მორიგი კონცერტი 27 მარტს გაიმართება. საღამო მუსიკოსების სურვილით მათ პედაგოგებს - შალვა მოსიძისა და გულიკო კარიაულის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

დღის ამბები