17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
სომხეთში აღმოჩენილი საზენიტო კომპლექსი „იგლა“ - შეფასებები ერევანსა და თბილისში

სომხეთში აღმოჩენილ საზენიტო კომპლექს იგლასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილი საუბრობს გამოძიებაზე და ახალ ვერსიებზე. სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპლექსი ქვეყანაში საქართველოს გავლით, არალეგალურად მოხვდა.

ოფიციალურმა ერევანმა მხოლოდ დღის ბოლოს განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღმოჩენილი იგლას ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შესაძლოა, საქართველოდან იყოს გადმოტანილი. ორი დღის განმავლობაში სომხეთის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, სომხური მედია ირწმუნებოდა, რომ საზენიტო შეიარაღება საქართველოდან შეიტანეს.

სომხურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც. 

ირაკლი სესიაშვილი მტკიცებას, რომ სომხეთში აღმოჩენილი საზენიტო სისტემა საქართველოდან გადაიტანეს ნაადრევს უწოდებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში საქართველოს ძალოვანი უწყებების და უმრავლესობის რეაქციას დაგვიანებულად მიიჩნევენ.

იგლას ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გადატანის ფაქტზე სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა თავისი 3 მოქალაქე დააკავა, მათ შორის თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი. რაც შეეხება იგლას ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით ის უკვე წლებია ქართულ არმიას შეიარაღებაში არ აქვს.

დღის ამბები