17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ბათუმში მომხდარი დაპირისპირება - "ენმ" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე ითხოვენ. ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას კატეგორიულად გამორიცხავს მმართველი გუნდი და ბათუმის მოვლენებში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ გიორგი ხალვაშის დაკითხვა თავიდან მოხდეს.  

საგამოძიებო უწყებებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს ევროპული საქართველო. არ არის გამორიცხული უმცირესობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაშიც ჩაერთოს.

ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს პატრიოტთა ალიანსი, თუმცა ძალოვანებს მომხდარზე რეაგირების დაგვიანებაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის განვითარებული მოვლენების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სულ 75 პირზე აღიძრა საქმე. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, ამ ბრალდებით სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს.

დღის ამბები