17 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
სოფელ ართანაში ხელმოწერები გროვდება - მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

პროტესტი ჰესის წინააღმდეგ - სოფელ ართანაში ხელმოწერები გროვდება, რომელის მიხედვითაც მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობის აზრით, მშენებლობა მათ ბევრ პრობლემას შეუქმნის. აცხადებენ იმასაც, რომ კომპანიას რომელიც ჰესს აშენებს, სანაცვლოდ რამდენიმე პროექტის განხორციელება მოითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.

კომპანია ართანა ლოპოტას წარმომადგენლები, რომელიც კახეთის ახალ ჰესს აშენებენ, ადგილობრივების პრეტენზიებს არ იზიარებენ. ისინი აცხადებენ რომ პრობლემას ჰესის მშენებლობა არც ვენახს და არც წყალმომარაგებას არ შეუქმნის. ჰესის მშენებლობის სანაცვლოდ, ისინი სოფელ ართანის მაცხოვრებლებს საირიგაციო სისტემის დამონტაჟებას და ამბულატორიის აშენებას ჰპირდებიან.

ახალი ჰესის აშენების შესახებ საუბრობს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მშენებლობა პრობლემას სოფლის წყალმომარაგებას შეუქმნის. ასევე ბოტკოველის ინფორმაციით, ამ მშენებლობას კონკრეტული თანამდებობის პირები ლობირებენ.

ჰესის მშენებლობა სოფელ ართანიდან 2 კილომეტრში ჯერ არ დაწყებულა. კომპანია ბოლო ნებართვებს ელოდება. რაც შეეხება მოსახლოებას, ისინი აცხადებენ, რომ მშენებლობის დაწყების უფლებას არავის მისცემენ.

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები