17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
მე მირჩევნია იმ მილიონ ნახევრის დახარჯვას, გაფართოვდეს დიდუბე - ჯანსუღ ჩარკვიანი პანთეონის თემაზე

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დიდუბის პანთეონის დახურვის საკითხს არ ეთანხმება. მისი თქმით, ქვეყანა ეკონომიკურად უჭირს და სოციალურად რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ჯანსუღ ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ფულის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი დიდუბის პანთეონის ტერიტორიის გაფართოება. ჯანსუღ ჩარკვიანს მიაჩნია, რომ დიდუბე ტერიტორიულად ადვილი მისადგომია მოსახლეობისთვის, ვიდრე მახათას მთა.

„მე მირჩევნია იმ მილიონ ნახევრის დახარჯვას, ეს საწყალ ხალხს მოახმარონ და დიდუბეში, თუ არის გასაფართოებელი და მე მგონია, რომ არის, გაფართოვდეს დიდუბე,“ - განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა.

საზოგადო მოღვაწეებმა რამდენიმე ხნის წინ პრემიერმინისტრსა და თბილისის მერს წერილით მიმართეს, რათა დიდუბის პანთეონის ტერიტორია გაფართოვდეს დიდუბის ეკლესიასა და პანთეონს შორის არსებული ღობის მოხსნის ხარჯზე.

წერილს ხელს აწერენ: ჯანსუღ ჩარკვიანი, მერაბ ბერძენიშვილი, კახი კავსაძე, რევაზ მიშველაძე, გივი ბერიკაშვილი, ომარ მხეიძე, ლეილა აბაშიძე, მაყვალა გონაშვილი, გოგი ქავთარაძე, ვაჟა აზარაშვილი, კახა ცაბაძე, გივი თოიძე და კიდევ სხვა ცნობილი ადამიანები.

დღის ამბები