17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
"მთაწმინდის პანთეონში მისი ადგილი არ არის" - მერის მოადგილე სტალინის დედაზე საუბრობს

თბილისის მერის ნინა ხატისკაცის თქმით, დიდუბის პანთეონში სტალინის დედის, კეკეს ადგილი არ არის. მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს თუ არა დასაფლავებული კონკრეტულ პანთეონში, ამ ტიპის გადაწყვეტილებას მერია არ იღებს.

“არა, მთაწმინდის პანთეონში მისი საფლავი, მისი ადგილი არ არის. თუმცა, ამ თემაზე მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენ მზად ვართ ამ ტიპის დისკუსიაში ჩავებათ და მივიღოთ მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში თბილისის მერია განკარგავს სასაფლაოებს, მათ მოვლა პატრონობაზე არის პასუხისმგებელი და რაც შეეხება შინაარს, შინაარსზე გადაწყვეტილების მიღება ცდება მერიის კომპეტენციას. კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს თუ არა დასაფლავებული კონკრეტულ პანთეონში, ამ ტიპის გადაწყვეტილებას მერია არ იღებს“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა განსხვავებული აქცენტების ეთერში. 

დღის ამბები