17 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
ეს შეიცავს რაღაცნაირად მორალის და კომიზმის კომპონენტსაც - ლაშა ბუღაძე პანთეონის საკითხზე მსჯელობს

„ეს შეიცავს რაღაცნაირად მორალის კომპონენტსაც და კომიზმის კომპონენტსაც,“ - ასე აფასებს დიდუბის პანთეონის გაფართოებასა და მახათას მთაზე ახალი პანთეონის გახსნის საკითხს მწერალი ლაშა ბუღაძე განსხვავებული აქცენტების ეთერში.

ლაშა ბუღაძის თქმით, საზოგადოებამ პანთეონის იდეა უნდა გაიაზროს, რადგან პანთეონში დაკრძალვა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხდება. 

მწერალი აღნიშნავს, რომ პანთეონისადმი საზოგადოების განსაკუთრებული დამოკიდებულება გარკეულწილად ქართველების ვნებით არის გამოწვეული.

ლაშა ბუღაძე აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო ინსტიტუციებს მეტი პასუხისმგებლობა მართებს და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა არ უნდა მოხდეს. 

დღის ამბები