17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"ენმ" პროკურატურას მეტრო "ავლაბრის" "დაკიდული ბაღისთვის" გამოძიების დაწყებას სთხოვს

ნაციონალური მოძრაობა პროკურატურას მეტროს ავლაბრისდაკიდული ბაღისთვის თბილისის მერიიდან გამოყოფილი თანხების შესახებ გამოძიების დაწყებას სთხოვს. გიორგი ონიანის განცხადებით, თბილისის მერიამ 2016 - 2017 წლებში ბაღის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი გამოყო, ხოლო ვერტიკალური სკვერი ამ დრომდე გასაკეთებელია. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, ტენდერი მომავალ კვირაში გამოცხადდება. 

“ეს არის გაფლანგვის კლასიკური მაგალითი, მოვითხოვ პროკურატურა დაინტერესდეს თუ რატომ გაიფლანგა 100 ათასობით ლარი იმ სკვერის მოწესრიგებისთვის, რომელიც დღემდე არის გაუბედურებული,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ონიანმა.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი წერეთლის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.  

 

დღის ამბები