17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს

პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ საქალაქო სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით უკვე მიმართა. პროკურატურის თქმით, დამატებითი დროს მას ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისთვის სჭირდება.

“ ინტენსიურად გრძელდება გამოძიება. დანიშნულია სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზები, მათ შორის ბიოლოგიური სამედიცინო, ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ფონოსკოპიური, ჰაპიტოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზები რომლებიც დიდი მოცულობისა და სართულის გამო ამ ეტაპზე არ არის დასრულებული. ჩამოთვლილი ექსპერტიზების დასრულების შემდეგ საქმეზე ჩასატარებელია არა ერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. ასევე დასაკითხია არა ერთი მოწმე. ამ ყველაფრის ჩატარება ვინაიდან ვერ ესწრება სასამართლოს განსაზღვრულ ვადაში, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების ვადის და შესაბამისად წინა სასამართლო სხდომის გონივრული ვადით, ერთი თვით გაგრძელების შესახებ“ - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. 

დეკანოზის ადვოკატების განცხადებით კი, განხილვის ერთი თვით გადადების მოთხოვნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურას რეალური მტკიცებულებები არ აქვს.

“პროკურატურამ მოითხოვა იმიტომ, რომ არ გააჩნია სრულყოფილი მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ კიდევაც, რომ ამ მტკიცებულებებს ვერასდროს ვერ მოიპოვებენ იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს ისეთი რამ, რითაც შეიძლება მამა გიორგის ბრალეულობა დამტკიცდეს. ეს თავიდანვე ვიცოდი და არაერთხელ მითქვია და ვურჩიე კიდევაც პროკურატურას, რომ აღნიშნული საქმე შეეწყვიტათ. ეს უკვე ფაქტია იმისა, რომ გამოძიება და აღნიშნული საქმე არის უსაფუძვლო“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები