17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
არსებობდნენ უკანა ეშელონები, რომლებიც დღეს მე წარმიდგენენ პოლიტიკურ პრეტენზიებს- პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმა და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვის მცდელობაა. ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დამატებითი განმარტება გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, 2003 წელს, როდესაც ის ნაციონალურ მოძრაობას ოპონირებას უწევდა, ენმ-ში იყვნენ ე.წ. მე-5, მე-6 ეშელონების წარმომადგენლები, რომლებიც მაშინ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთას ასრულებდნენ, ისინი ამ დროისთვის მას ქართული ოცნების სახელით ოპონირებას უწევენ და შპიონაჟში ადანაშაულებენ.

„რაც შეეხება, მე-5-მე-6 ეშელონებს, ნაციონალურ მოძრაობაში, რომლის პოლიტიკური ოპონენტიც ვიყავი და ვიყავი 2003 წლიდან, სანამ ნაციონალური მოძრაობა შეიქმნებოდა, როდესაც ზურა ჟვანიასთან ვიყავი, მაშინვე ვიყავი დაპირისპირებული იმ ჯგუფთან, რომელიც ქმნიდა ნაციონალურ მოძრაობას, ამაში პრობლემურს მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ჩემთვის მიუღებელი იყო, ჩვენ ვიყავით პოლიტიკურად დაპირისპირებულები. ამ ნაციონალურ მოძრაობაში არიან პოლიტიკოსები, ცუდი, კარგი, არიან პოლიტიკოსები, არსებობდნენ კიდევ რაღაცა უკანა ეშელონები, რომლებიც შემსრულებლები უფრო იყვნენ. დღეს რატომღაც ეს ადამიანები უკვე ქართული ოცნების იმით, ის პოლიტიკოსები კი არა, ისინი უკვე მე წარმიდგენენ პოლიტიკურ პრეტენზიებს, მაქსიმალურად ვცდილობ, სიტყვა არ გამექცეს, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვიყო ზრდილობიანი, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ამ დისკუსიით ეს ხალხი არ დავღალოთ, არამედ გადავუწყვიტოთ რამე პრობლემა, მაგრამ როდესაც პრობლემას ვერ წყვეტ, როდესაც ვერ დაქოქე ეკონომიკა, როდესაც ახალი პროექტი ვერ შემოიტანე, ამ ფონზე, როდესაც ამ პრობლემებს ვერ წყვეტ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ პრეზიდენტს დააბრალო შპიონაჟი და ტერორიზმის ხელშეწყობა და ეს გახადო სამსჯელო თემა, სამწუხაროა, მაგრამ ასეა,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

დღის ამბები