17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
"ეს იქნება სტანდარტის საუკეთესო მაჩვენებელი" - ნინო დანელია "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების და თანამშრომლების საპასუხო წინადადებაზე

მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების შეთავაზებაზე და თანამშრომლების იმ საპასუხო წინადადებაზე საუბრობს რომლიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის გადმოცემას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს იქნება სტანდარტის საუკეთესო მაჩვენებელი.

“ძალიან მომწონს ეს შეთავაზება და სრულიად ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რუსთავი 2-ის გუნდი თავად იყოს მართლაც სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი და მოიხსნას ყოველგვარი ეჭვი, რომ ამ არხის სარედაქციო პოლიტიკაზე რომელიმე პოლიტიკურ ძალას  აქვს რაიმენაირი გავლენა. ჩვენ, ამ შემთხვევაში საქართველო, ქართული მედია და თქვენ კონკრეტულად შევძლებთ იმის დამტკიცებას, რომ შეიძლება მედია იყოს თვითკმარი, შეიძლება მედიამ იარსებოს სარეკლამო შემოსავლით და არ იყოს იქ საჭირო პოლიტიკური ჩარევები. ეს იქნება სტანდარტის საუკეთესო მაჩვენებელი,“ - განაცხადა დანელიამ.

დღის ამბები