17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაიციაზე საუბრობს

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის დისკრედიტაცია მიმდინარეობას მიზანმიმართულად.

„ხმაურის ატეხვა, ტრადიციულად, ხდება ხოლმე სეზონურად, სამ-ოთხ თვეში ერთხელ, თანაც ეს სეზონი ემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე სხვა პრობლემების გადაფარვაა საჭირო, თუნდაც იგივე ბათუმში მომხდარი ამბები, მოსმენების საკითხები,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.

ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადებები უშინაარსო, უარგუმენტო და საზიანოა.

„საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარი განცხადებების კრიტიკულობის ხარისხს ზრდის იმის მიხედვით, რამდენად მოსწონთ მათ პრეზიდენტის მოქმედება და რამდენად მისაღებია მათთვის პრეზიდენტის პოლიტიკური თუ სამართლებრივი შინაარსის განცხადებები. მათ ერთმნიშვნელოვნად არ მოსწონთ, როდესაც პრეზიდენტი ამხელს მათ არასწორ ნაბიჯებს სასამართლოებთან, მოსმენების ტექნიკური საშუალებების სუს-ში დატოვებასთან, ეროვნული ბანკის ინსტიტუციის დანგრევაში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები