17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ეს იქნება უპრეცენდენტო მოვლენა ქართულ მედია გარემოში - ნატა ძველიშვილი "რუსთავი 2"-ის გუნდის შეთავაზებას აფასებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი რუსთავი 2-ის გუნდისთვის 51 პროცენტიანი წილის გადაცემას სამაუწყებლო კომპანიის მიმართ ნდობის გაზრდის საშუალებად ხედავს.

„გარედან როგორც რიგითი მაყურებელი, ჩანს ის, რომ რუსთავი 2-ის გუნდს აქვს სურვილი იყოს დისტანცირებული ამ პოლიტიკური აფილაციებისგან და ეჭვები მოიხსნას, რაც არსებობდა აქამდე,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

კურიერის ეთერში ნატა ძველიშვილმა აღნიშნა, რომ ეს გარიგება ფიქტიური არ უნდა იყოს.

„ეს იქნება უპრეცენდენტო მოვლენა ქართულ მედია გარემოში იმ მხრივაც, რომ აჩვენებენ იმას, რომ, ერთი მხრივ, თავად გუნდია ტელევიზია. ტელევიზია არის ადამიანები და არა მფლობელები და ეს იქნება სიგნალი სხვა მედია საშუალებებისთვისაც და რედაქციებისთვისაც, რომ ირწმუნონ საკუთარი ძალების და მიიჩნიონ, რომ ისინი მართავენ ტელევიზიას,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი გარიგების შემთხვევაში სარეკლამო კომპანიებსაც მეტი ინტერესი გაუჩნედებათ.

ნატა ძველიშვილი საქალაქო სასამართლოში ეკა მიშველაძის საქმის განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „არის კურიოზული საქმე.“ მისი თქმით, ეს საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს უნდა მოეგვარებინა.

„იმედი მაქვს, რომ ეს მაგალითი იქნება საჩვენებელი იმისა, რომ არ შეიძლება საკუთარ თანამშრომელს ასე მოექცე,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა. 

დღის ამბები