17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
ახალი მტერი მარგველაშვილის სახით - ექსპერტები მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაზე საუბრობენ

ექსპერტები პრეზიდენტისგან მტრის ხატის შექმნის მცდელობაზე საუბრობენ. ანალიტიკოსების აზრით, მმართველი გუნდი მიზანმიმართულად ცდილობს პრეზდენტის ინსტიტუტი დააკნინოს.

„კონფრონტაციული ტონი შეიძლება აწყობდეს ოცნებას, ახალი მტერი მარგველაშვილის სახით, მშვენიერია, ნაცმოძრაობის სახით მტერი დაძველდა. ის, რომ ისინი მარგველაშვილს ხანდახან ეძახიან ნაციონალების ჩანერგილ აგენტს, ეს სისულელეა, მარგველაშვილს სრული მორალური უფლება აქვს აქეთ დაუძახოთ მათ ნაცები, მით უმეტეს, რომ ოცნების რიგებში ძალიან ბევრი პორტირებული ნაცი და კიდევ სხვა სახის ნაციონალია, “- განაცხადა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, თორნიკე შარაშენიძემ.

იურისტის, ლევან ალაფიშვილის აზრით, როდესაც გიორგი მარგველაშვილზე პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმას ახორციელებენ, არ შეიძლება საგნობრივი მსჯელობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები