17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
ირაკლი ნადირაძის თქმით, დღეს სასამართლოში შეიტანეს სარჩელი საკრებულოს გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნით

„მთავარი კითხვა იქნება ნაზღაიძის გახმაურებულ სკანდალთან დაკავშირებით,“ - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე თბილისის მერის საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას.

საკრებულოს წევრის თქმით, საკრებულოში მერს ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეებისთვის კომპენსაციების გადაცემის შესახებაც დაუსვამენ კითხვებს.

კურიერის ეთერში მან აღნიშნა, რომ მოსამართლის ოჯახისთვის მილიონი ლარის ქონების გადაცემასთან ერთად კითხვები მერიაში მიმდინარე შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პარკირების პრობლემებს შეეხება.

„რატომ გადაეცა ბიძინა ივანიშვილს, ფაქტობრივად, ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონები და რატომ იჩეხება ჯანსაღი ხეები თბილისში, რატომ ვერაფერს აკეთებს დავით ნარმანია დასაქმების მიმართულებით, რატომ არ შემოდის ქალაქში ახალი ინვესტიციები,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

საკრებულოს წევრის თქმით, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით.

„დღეს ოფიციალურად სარჩელი იქნა შეტანილი სასამართლოში და უკვე ოფიციალურად წარმოებაში იქნა მიღებული საქმე, რომ გაუქმდეს სწორედ საკრებულოს ის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა აღნიშნული ქონება. იმედია, რომ სასამართლო ხელს არ დააფარებს თავის კოლეგას და იმედია, რომ წარმოებაში საერთოდ მიიღებს ამ საქმეს და დაიწყებს განხილვას,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

დღის ამბები