17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
"დედაქალაქის მერი რეალურად ჩაფლულია კორუფციაში" - თამაზ შოშიაშვილი

11 აპრილს თბილისის მერი საკრებულოს წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება. აქედანვე ცნობილია, რომ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონის ქონების გადაცემა იქნება ის ძირითადი საკითხი, რაზეც მისთვის უხერხული კითხვების დასმას ოპოზიცია გეგმავს. კიდევ ერთი თემა, რაზეც უმცირესობა აპირებს ყურადღების გამახვილებას - ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეებისთვის კომპენსაციების გადაცემაა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის წევრის თამაზ შოშიაშვილის თქმით, "დავით ნარმანიას უნიათობა უკვე გადაიზარდა მავნებლობაში."

“დავით ნარმანიასთან კითხვები ძალიან ბევრი გვაქვს. დედაქალაქის მერი რეალურად ჩაფლულია კორუფციაში. თუნდაც ის ფაქტიო რომელიც რუსთავი 2-ის მოსამართლეს უკავშირდება. ერთი მილიონი ლარი რომ ამოაცალეს დედაქალაქის მოსახლეობას ჯიბიდან და გადაუხადეს ერთ კონკრეტულ ოჯახს, ესეც მეტყველებს იმაზე რომ დედაქალაქის მერია წლების განმავლობაში დაკავებულია კორუფციით, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. დავით ნარმანიას უნიათობა უკვე გადაიზარდა მავნებლობაში“ - განაცხადა შოშიაშვილმა.

დღის ამბები