17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ნარმანია საკრებულოში ანგარიშის წარსადგენად, დეპუტატები კი ქალაქის მერისთვის მწვავე კითხვების დასასმელად ემზადებიან

11 აპრილს საკრებულოში დებატებია მოსალოდნელი. დეპუტატები თბილისი მერს მწვავე შეკითხვებით ელოდებიან. უკვე ცნობილია ის საკითხები, რომლებზეც დავით ნარმანიას არა ერთი უარის მიუხედავად მაინც მოუწევს განმარტებების გაკეთება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი კომპენსაციის გადაცემაა, რომელზეც მოთხოვნის მიუხედავად საქმე საგამოძიებო უწყებაში არ გახსნილა.

თბილისის მერმა 11 აპრილს საკრებულოს ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინოს. დავით ნარმანიამ იმ გადაწყვეტილებებზე უნდა ისაუბროს, რომლებიც მისივე შეფასებით დედაქალაქისთვის სასარგებლოა.

თბილისი მერს კიდევ ერთ მწვავე საკითხის შესახებ მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა. დეპუტატები დედაქალაქის განაშენიანების მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებენ.

საკრებულოში დავით ნარმანია გასული წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა. არაერთი დაბარების მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში დეპუტატების შეკითხვებისთვის პასუხების გაცემაზე ის უარს აცხადებდა.  

დღის ამბები