17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
რუსული მხარე ცდილობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების სხვადასხვა სპორტული ფედერაციების აღიარებას მიაღწიოს

აფსუა TV-ს სიუჟეტი ამტკიცებს, აფხაზეთის კეკუსინკაი კარატის ნაკრების ყაზახეთში გასამართ აზიის თასზე იასპარეზებს. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთს ოფიციალური წერილი მიმართა და აფხაზეთის, როგორც ცალკე სუბიექტის მონაწილეობა გააპროტესტა. სამინისტროში ამბობენ რომ ამ წერილის საფუძველზე აფხაზეთი ტურნირტრიდან მოიხსნება.

2017 წელს რუსული მხარე უკვე მეოთხედ ცდილობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების სხვადასხვა სპორტული ფედერაციების აღიარებას მიაღწიოს. იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურობას სპორტის მიმართულებითაც გააძლიერებს, იციან საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ამბობს, რომ საქართველო ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.

საქართველოს კარატის ეროვნულ ფედერაციაში ამბობენ რომ სხვადასხვა სახით აფხაზ კარატისტებს ჰქონდათ მცდელობა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ეასპარეზათ. კახა ბასილია იმ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ერთ-ერთ ტურნირი მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარლამენტის სპორტის კომიტეტში კი ამბობენ, რომ არცერთი ფედერაცია არაღიარებულ ქვეყნებს საასპარეზოდ ვერ მიიწვევს და რუსეთის განცხადებები მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის კეთდება.

ავტორი: დავით ერაძე.

 

დღის ამბები