17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
პრეზიდენტის პასუხი საპარლამენტო უმრავლესობას - მარგველაშვილმა "ქართული ოცნება" მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში დაადანაშაულა

საქართველოს პრეზიდენტს დღეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა ქართული ოცნება მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში დაადანაშაულა. გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება მმართველ გუნდს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაფარად სურს. პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას ნებისმიერ თემაზე დისკუსია დღეს კიდევ ერთხელ შესთავაზა.

მმართველ გუნდში პრეზიდენტთან დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავენ. საპარლამენტო უმრავლესობა აქცენტს მარგველაშვილის სამომავლო პოლიტიკურ მიზნებზე აკეთებს და კონფრონტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობს.

ანალიტკოსებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ გიორგი მარგველაშვილის წინაღმდეგ ღია კამპანია უკვე დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები