17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის შეთავაზება ტელეკომპანიის მფლობელებს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები

რუსთავი 2-ის საპასუხო შეთავაზებას მფლობელების მიმართ, თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემის საკითხზე, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ გადაწყვტილება ყარამანიშვილებმა თავად უნდა მიიღონ, თუმცა მათივე შეფასებით, არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ არც ახლა დგას.

რუსთავი 2-ის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას.

რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის არხის თანამშრომლებისთვის გადაცემას მხარს უჭერენ რესპუბლიკელებიც. მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ პარტია ევროპული საქართველოს წევრებიც.

რუსთავი 2-ის მენეჯმენტის და გუნდის შეთავაზებას მფლობელების მიმართ საკონტროლო პაკეტის გადაცემასთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. განცხადება ამერიკის ელჩმაც გააკეთა.

რუსთავი 2-ის 40 პროცენტიანი წილის თანამშრომლებისთვის გადაცემის შესახებ განცხადება არხის მფლობელებმა გუშინ გაავრცელეს, რასაც სამაუწყებლო კომპანიის მხრიდან საკონტროლო პაკეტის გადაცემის შეთავაზება მოჰყვა.

დღის ამბები