17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციის სახით შეთავაზებულ 3000 ლარს არ დათანხმდნენ

ამ წუთებში ხმაურია საკრებულოს შენობასთან, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. დაზარალებულები კომპენსაციის სახით შეთავაზებულ 3000 ლარს არ დათანხმდნენ და ხვალიდან საპროტესტო აქციების გაგრძელებას აშშ-სა და სხვა საკონსულოებთან გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დაწყებამდე დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა პირველ ეტაპზე 5000 ლარიან კომპენსაცია და მეორე ეტაპზე ზარალის სრულად ანაზღაურებაა.  

დღის ამბები