17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
მსჯელობა პარლამენტში - შესაძლოა თავდაცვის უწყებაში სამხედრო სარეზერვო სამსახურმა ისევ დაიწყოს ფუნქციონირება

პარლამენტმა რეზერვის ახალ კონცეფციაზე დაიწყო მსჯელობა. საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლოა ათი წლის შემდეგ თავდაცვის უწყებაში სამხედრო სარეზერვო სამსახურმა ისევ დაიწყოს ფუნქციონირება.

იმ შემთხვევაში თუ ეს კონცეფცია კანონმდებლებმა მოიწონეს, საქართველოს სამი სახის-შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი ეყოლება. ეროვნულ გვარდიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ნებაყოფლობით რეზერვში 12 ათასი მოქალაქის გადამზადება იგეგმება.

ეროვნულ გვარდიაში არ მალავენ იმას, რომ ტერიტორიული რეზერვის რაოდენობა დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ნებაყოფლობით რეზერვში თავდაცვის უწყება მზადაა 18-დან 55 წლამდე მოქალაქეები მიიღოს, მათ შორის ქალებიც. კონცეფციაში საუბარია იმაზეც, რომ რეზერვში სამსახური ანაზღაურებადი იყოს.

რეზერვის კონცეფციას აუცილებლად მიიჩნევენ ოპოზიციაში, თუმცა არ მოსწონთ ის, რომ დოკუმენტში რეზერვისტებთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომები არაა გათვალისწინებული.

იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლები ექსპერტები და თავდაცვის უწყება რეზერვის ახალ კონცეფციაზე შეთანხმდნენ, ის 2018 წლიდან პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება, მანამდე კი ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას თავის დაცვა კვლავ მხოლოდ რეგულარული არმიით მოუწევს.

დღის ამბები