17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
თავდასხმა ლას-ვეგასში - თავდამსხმელები სამორინესა და როლექსის მაღაზიაში შეიჭრნენ

რამდენიმე საათის წინ ლას-ვეგასში თავდასხმა მოხდა. მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამორინე ბელაჯიოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

თვითმხილველების განცხადებით, ნიღბიანი თავდამსხმელები შენობაში მდებარე როლექსის მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით თანხა და საათები წაიღეს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ერთი თავდამსხმელი დააკავა, დანარჩენმა ორმა კი გაქცევა მოახერხა.

თავდასხმის მომენტში შენობაში პანიკა და ჭყლეტვა დაიწყო, შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

პოლიციამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელები მძარცველები არიან.

დღის ამბები