17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ხმაური ციხისძირი-ბათუმის საავტომობილო მონაკვეთზე - ენმ გამწვანების სამსახურს ხეების უკანონო ჭრაში ადანაშაულებს

ხმაური იყო ციხისძირი-ბათუმის საავტომობილო მონაკვეთზე. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების უკანონო ჭრას გამწვანების სამსახური აწარმოებს.

ოპოზიციური პარტიის წევრების განმარტებით, ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ტიტას გადატანა იგეგმება, გზაზე არსებული ევკალიპტები კი ტრასპორტირებას ხელს უშლის და ამიტომაც იჩეხება.

გამწვანების სამსახური ბრალდებას უარყოფს. 

დღის ამბები