17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაკავებებით მიმდინარეობს

ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაკავებებით მიმდინარეობს. მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხი ე.წ. ნების დღეს არასანქცირებულ მიტინგებზე შეიკრიბა.

ყველაზე ხალხმრავალი აქცია მინსკში გაიმართა. ოპოზიციის მომხრეებმა მსვლელობა გამართეს და დამოუკიდებლობის მოედანზე სცადეს შეკრება, თუმცა მათ გზა ძალოვანებმა გადაუღობეს.

სამართალდამცველებმა ათობით მონაწილე დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის არიან უცხოელი ჟურნალისტებიც, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. მათ შორის კი ორი ტელეკომპანია BBC-ის წარმომადგენელია.

დღის ამბები