17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ ჯანელიძემ აქცენტი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გააკეთა.

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ამერიკელ სენატორებსაც. ჯონ მაკკეინს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციაზე ესაუბრა.

„გასული წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, როგორც ევროპული, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს გამოიხატება ასოცირების შეთანხმების გაფორმებით და ამოქმედებით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ამოქმედდება 28 მარტიდან და არის ძალიან ხელშესახები შედეგი ჩვენს ევროპულ ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ბრიუსელის ფორუმს ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილიც ესწრება. პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ფორუმებზე ქვეყნის პრობლემების საკითხის განხილვით უნდა აქტიურობდეს.

„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს რეალურად არანაირი კონკრეტული პოლიტიკა და არანაირი კონკრეტული შეთავაზებები დასავლეთისთვის, რომ ჩვენ რეალურად აღმოვჩნდეთ დღის წესრიგში დასავლეთის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები