17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
რომში ევროკავშირის საიუბილეო სამიტი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

ევროკავშირის საიუბილეო სამიტი რომში მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. პროფკავშირების წარმომადგენლები, ფერმერები და რიგითი მოქალაქეები რომის ქუჩებში გამოვიდნენ და ევროპელ ლიდერებს ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებები შეახსენეს.

მომიტინგეები სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვენ.

სამიტის მსვლელობისას რომში 6 სხვადასხვა აქციაა დაგეგმილი, მათ შორის მიგრანტების მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეებისაც.

წესრიგის დასაცავად ქუჩებში 5 ათასი სამართალდამცველია მობილიზებული.

დღის ამბები