17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
საპროტესტო აქცია ლონდონში - მოსახლეობამ ბრექსიტის პროცედურის დაწყება გააპროტესტა

ლონდონი ევროკავშირის მომხრეთა საპროტრესტო აქციამ მოიცვა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და ბრექსიტის პროცედურის დაწყება გააპროტესტა.

4 დღეში ტერეზა მეიმ ევროკავშირს წესდების 50 მუხლის ამოქმედების შესახებ დოკუმენტები უნდა გადასცეს, რის შემდეგაც ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლარაკებების პროცესი დაიწყება.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს.

აქციის მონაწილეთა მსვლელობა პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციით დასრულდება, სადაც რამდენიმე დღის წინ ტერაქტი მოხდა.

მომიტინგეები თავდასხმის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.

დღის ამბები