17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა-ფორუმი მოეწყო

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა-ფორუმი მოეწყო. ექსპოზიცია სახელწოდებით არქიტექტურა - დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი კავკასიაში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია შენობა-ნაგებობების არქიტექტურული ნიმუშების ფოტო-მასალა, რომლის შექმნაც საქართველოსა და აზერბაიჯანში გერმანული დასახლებების ჩამოყალიბებას უკავშირდება.

გამოფენის პარალელურად დიალოგ-ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებათმცოდნეებმა და არქიტექტორებმა მიიღეს.

დღის ამბები