17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
დავით ნარმანია ქართული ოცნების ოფისში თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა

თბილისის მერისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა ქართული ოცნების ოფისში  რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დავით ნარმანია და თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრას 22 მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის, განცხადებით, შეხვედრაზე გარემოვაჭრეების საკითხზეც იყო საუბარი.

„ცენტრალური მაგისტრალები არ უნდა ეკავოს გარევაჭრობას, მაგრამ ჩვენი ყველას პოზიცია ისეთია, რომ არ შეიძლება, ადამიანი, ვინც გარევაჭრობით თანხას შოულობს, დარჩეს უპატრონოდ და უადგილოდ. ამ ადგილების გამოყოფაზე სერიოზული მუშაობაა გაწეული და კიდევ უფრო მეტი იქნება გაკეთებული ორგანიზაციული თვალსაზრისით,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მარიამ ჯაშის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მერისგან 2016 წლის ანგარიში და 2017 წელს განსახორიცელებელი გეგმები მოისმინეს. განსახორციელებელ გეგმებს ჯაშმა სოციალური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით "შთამბეჭდავი" უწოდა.

დღის ამბები