17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
გიორგი მამალაძე შესაძლოა, ორშაბათს გაათავისუფლონ

ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებული შესაძლოა, ორშაბათს გაათავისუფლონ. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

გუშინ კი სასამართლომ მამალაძის ადვოკატებს მეორედ და საბოლოოდ უთხრა უარი სინოდის წევრების გამოკითხვაზე. უმაღლესი მღვდელმთავრები მხოლოდ პროკურატურასთან თანამშრომლობენ. ქორეპისკოპოსს დეკანოზის უდანაშაულობის არ სჯერა.

სინოდის წევრების დაკითხვაზე უარი სასამართლომ დაცვის მხარეს უკვე მეორედ უთხრა. გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს პირველი ინსტანციის უარი გუშინ მიიღეს.

ადვოკატებისთვის უარის თქმის პარალელურად, პროკურატურაში მოწმედ დასაკითხ პირთა რაოდენობა იზრდება.

დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლოში შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ დეკანოზის ბარგში ციანიდი განგებ ჩადეს.

სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და წინასასამართლო განხილვამდე ერთთვიანი ვადა ითხოვა. ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დეკანოზის ადვოკატები სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ.

დღის ამბები