17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
ბოლო 4 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებში საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა

საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ავარიების მიზეზებთან ბრძოლისკენ მოუწოდებენ. დღეს პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი კანონის გამკაცრების მოთხოვნით გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 4 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებში საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა.

საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არსამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში არსებულ ე.წ. შავ წერტილებზე საუბრობენ, რომლებიც ყველაზე უსაფრთხო ზონებად ითვლება და იქ ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება.

ბელიაშვილის გარდა, თბილისში შავ წერტილებად ითვლება გოთუას ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროზე გასასვლელი, სადაც ავტომობილი მისი გაბარიტების მიხედვით, მოხვევისას არა პირველ, არამედ მეორე ან მესამე ზოლში შედის. პირველ ზოლში მოსახვედრად კი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა უწევს. ასევე პრობლემური და ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილია კოსტავას ქუჩაზე ესტაკადის მიმდებარე ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. შავ წერტილებს სახიფათო ადგილებს უწოდებენ და უახლოვეს პერიოდში ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟებას გეგმავენ.

 

დღის ამბები