13 დეკემბერი 2024,   01:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი რუსთავი2-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავი2-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის კომენტარს სრულად გთავაზობთ:

"ფეისბუქზე ვადევნებ თვალს რუსთავი2-ის მართვაზე მიმდინარე დებატებს. პირველ რიგში, მე ვარ თითოეული რუსთავიორელის გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით. მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი, როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის, რომ მას, როგორც მენეჯერს, დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია.

"ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას. ამიტომ, მფლობელების წინადადება კოლექტივისთვის წილების განაწილებაზე და მათ მფლობელობაში შემოყვანაზე, უპრეცენდენტოა და დასაფასებელი.

"ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები. დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს - რუსთავი2-ს" - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

დღის ამბები