17 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ - მიხეილ რამიშვილი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, წმინდა სინოდის წევრებთან დაცვის მხრიდან დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს. ადვოკატის თქმით, წმინდა სინოდის წევრები არიან ჩვენებებში მოხსენიებულები და მათ უნდა ჰქონოდათ გარკვეული ინფორმაცია.

ადვოკატის თქმით, სასულიერო პირებს ინფორმაცია მხოლოდ ბრალდების მხარისგან აქვთ და არ იცნობენ ადვოკატების ინფორმაციას. მიხეილ რამიშვილის თქმით, წმინდა სინოდის წევრებთან არანაირი კომუნიკაცია არ გააჩნიათ.  

ადვოკატმა შაბათის კურიერის ეთერში მამა გიორგის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებაც ისაუბრა.

„კანონით ეს გათვალისწინებულია. როდესაც მოითხოვა ბრალდების მხარემ ერთი თვით გამოძიების გაგრძელება, პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და მერე უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლებს თუ არა წინასწარი პატიმრობიდან მამა გიორგის,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

დღის ამბები