17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
ხელისუფლება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უპასუხისმგებლოდ ეკიდება - ვასო ურუშაძე

„ხელისუფლება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უპასუხისმგებლოდ უდგება,“ - ეს განცხადება შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ, გააკეთა და აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. 

ვასო ურუშაძემ ავტოავარიების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი უცნობია.

მან აღნიშნა, რომ მიზეზების მიხედვით, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 4 კომპონენტი გამოიყოფა: სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, არასწორი მანევრი, 20% დაუდგენელი მიზეზი, თუმცა ურუშაძე ამბობს, რომ რეალურად არ ვიცით, რატომ ხდება ავარიები.

ვასო ურუშაძის თქმით, აუცილებელია, მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევების საფუძვლიანად შესწავლა.

მისივე განცხადებით, გავრცელებული მესიჯბოქსი, რომ მძღოლი არის მკვლელი, არის სტრატეგიული შეცდომა.  

დღის ამბები