17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
სადავო კანონი - მოსმენების შესახებ კანონის ისტორია

2014 წლის საშემოდგომო სესიაზე პოლიტიკური ტემპერატურის საზომი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი აღმოჩნდა. მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა ფარული მოსმენა-მიყურადების ორგასაღებიანი სისტემის შესახებ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

პოლიტიკური ოპონენტებისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ 2014 წლის 28 ნოემბერს, 73 ხმით, კანონ-პროექტი დაამტკიცა.

ასეთივე წარმატებით დაძლია საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ მეორე დღესვე დადებული ვეტო და ფარული მოსმენა-თვალთვალის ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და ახლადმიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს. დაახლოებით წელიწადნახევრიანი განხილვების შემდეგ სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

პროცესები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორში ხელახლა დაიწყო.  საბოლოოდ ქართულმა ოცნებამ” კანონმდებლებს საკუთარი ინიციატივა წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გასაღებმა სუს-ზე დაქვემდებარებულ სიპ-ში გადაინაცვლა.

პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამი კვირის წინ დაამტკიცა. ბარიერი მმართველი პარტიისთვის პრეზიდენტის ვეტო ვერც ამჯერად აღმოჩნდა.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და გასულ კვირას ვეტო დაძლია. კანონპროექტი ხელახლა გადაეგზავნა პრეზიდენტს.

არასამთავრობო სექტორი კვლავ სამართლებრივ დავას გეგმავს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები