17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
მხოლოდ კანონმდებლობის დახვეწა, თუნდაც გამკაცრება, არ არის ერთადერთი საშუალება - შალვა ოგბაიძე

„ამ პროექტებსა და შუქნიშნის დასმას, გზის მონიშვნას, გზის დაგებას შორის და სიკვდილიანობის შემცირებას შორის ტოლობის ნიშანი არ ზის,“ - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე.

საკრებულოს წევრის თქმით, ინფრასტრუქტურასა და საავარიო შემთხვევების სტატისტიკას შორის პირდაპირი კავშირი ასრ არსებობს.

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე არცერთი სტრუქტურა, ცალკე აღებული, პასუხისმგებელი არ არის. ე.ი. ამ პროექტებსა და შუქნიშნის დასმას, გზის მონიშვნას, გზის დაგებას შორის და სიკვდილიანობის შემცირებას შორის ტოლობის ნიშანი არ ზის,“ - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

შალვა ოგბაიძის თქმით, საგანმანათლებლო სეგმენტი არის დაბალი და გამართული ევროპული ავტოსკოლების სისტემის ნაკლებობაც იწვევს მსგავს შემთხვევებს. მან ასევე აღნიშნა, რომ კანონის გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა საბოლოო მიზანს არ ემსახურება. 

„ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესში და, რა თქმა უნდა, ვიწონებთ, მხარს ვუჭერთ, მხოლოდდამხოლოდ კანონმდებლობის დახვეწა, თუნდაც გამკაცრება, არ არის ერთადერთი საშუალება,“ - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

 

დღის ამბები