17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
თქვენ გინახავთ ამ კანონის გამამართლებელი ადამიანი საქართველოში? - რომან გოცირიძე ე.წ. მოსმენების კანონზე

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ საზოგადოების წინააღმდეგობაზე საუბრობს.

„თქვენ გინახავთ ამ კანონის გამამართლებელი ადამიანი საქართველოში? ყველა უფრთხის ამას იმიტომ, რომ ეს არის ცუდი, ეს რეპუტაციის შემლახველი კანონია და ნებისმიერი ადამიანს, ვინც მას მხარს დაუჭერს, სამომავლოდ შეახსენებენ. ეს არის არაკონსტიტუციური, ზუსტად იმეორებს იგივე ნორმებს, რაც დააბრუნა და უარყო საკონსტიტუციო სასამართლომ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შაბათის კურიერში რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერ საპროტესტო ფორმას ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, მხარს დაუჭერენ.

ამასთან, რომან გოცირიძე იმედს იტოვებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დროულად განიხილავს და ისევ დააბრუნებს კანონპროექტის განხილვას პარლამენტში. 

 

 

დღის ამბები