17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ხელისუფლების ამოცანაა, მოახდინოს ოპოზიციის ნეიტრალიზაცია და იერიში მიიტანოს თავისუფალ მედიაზე - ოთარ კახიძე

„მოსმენების კანონის არსი არის ფარული მიყურადება, თვალთვალი, ჩაწერა, მოსმენა, ყველაფერი თავს მოიყრის სუს-ის ხელში,“ - ეს განცხადება ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ოთარ კახიძის თქმით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის აზრით, მოსმენების შესახებ კანონით, ქვეყანაში მოსმენებს სუს-ი განახორციელებს, რაც ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების დაკვეთაა.

„სუს-ი არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პოლიცია,“ - აღნიშნა კახიძემ.

ოთარ კახიძემ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის კაბინეტებში დამონტაჟებული კამერებიც გაიხსენა.

„ხელისუფლების ამოცანაა, რომ მოახდინოს ოპოზიციის ნეიტრალიზაცია და იერიში მიიტანოს თავისუფალ მედიაზე და ინსტრუმენტად იყენებს სუს-ს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები