17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ყველაფერია იმისთვის, რომ სააგენტო ფუნქციონირებდეს დამოუკიდებლად - ზაზა გაბუნია ე.წ. მოსმენების კანონზე

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა გაბუნია, სახელმწიფო იღებს ისეთ კანონს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მოქნილ მუშაობას უზრუნველყოფს.

შაბათის კურიერში ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ერთნაირი რიტორიკით აკრიტიკებს ხელისუფლების ყველა ინიციატივას.

„არცერთ იმ ჯგუფს, გნებავთ არასამთავრობო თუ ოპოზიციურ ჯგუფს, არ აქვს ის ტვირთი, რაც აქვს ხელისუფლებას,“ - აცხადებს ზაზა გაბუნია.

ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ ე.წ მოსმენების გასაღების მფლობ სააგენტოს სრული დამოუკიდებლობა ექნება.

„ყველაფერია იმისთვის, რომ სააგენტო ფუნქციონირებდეს დამოუკიდებლად და, როდესაც არის კრიტიკა, პირველ რიგში, უნდა წაიკითხონ ამ ადამიანებმა, რა წერია კანონში და ამის მერე უნდა აკრიტიკონ იმიტომ, რომ სრულად არის უზრუნველყოფილი ყველა წინაპირობა,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

პრეზიდენტის ვეტოს გამოყენებაზე ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მსგავსი საქციელი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პარლამენტს უნდობლობას უცხადებს. 

 

დღის ამბები