17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
არ შესრულდა ის მოთხოვნა, რომელიც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში - ფიქრია ჩიხრაძე მოსმენების კანონპროექტზე

პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ადასტურებს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს. თუმცა მან კანონპროექტის ხარვეზებზე ისაუბრა.

„კანონით არ შესრულდა ის მოთხოვნა, რომელიც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, მოსმენები და თვალთვალი უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში და სერიოზული კონტროლის მექანიზმებით უზრუნველყოფილი.

ფიქრია ჩიხრაძემ მმართველი გუნდისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„იმედია, რომ საქმიანი დამოკიდებულებები უკანა პლანზე არ გადავა იმიტომ, რომ ყველა თანამდებობის პირს თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ეს პასუხისმგებლობები უნდა ხორციელდებოდეს, როგორიც არ უნდა იყოს ურთიერთობა, დამოკიდებულები ინსტიტუციებსა თუ პერსონალიებს შორის,“ - აღნიშნა ჩიხრაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები