17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
პრობლემა არის ის, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე ამ კომისიაში მიჰყავს სუს-ის უფროსს - გიორგი გოცირიძე ე.წ. მოსმენების კანონზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე, ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა.

„ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთგული დარჩება იმ პრინციპების, რაც ამ გადაწყვეტილებაში არის ჩამოყალიბებული,“ - აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

გიორგი გოცირიძემ შაბათის კურიერში აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოს ე.წ. მოსმენების გასაღები არ უნდა ჰქონდეს და სწორედ ამის გამო არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სხვაგვარი ინტერპრეტაცია.

„პრობლემა არის ის, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე ამ კომისიაში მიჰყავს სუს-ის უფროსს იმიტომ, რომ პრაქტიკულად კომისია ვერ დაასახელებს, ვერც შეარჩევს ისეთ კანდიდატს, რომელიც არ სურს სუს-ის უფროსს იმიტომ, რომ კომისია შეზღუდულია სუს-ის უფროსის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატით,“ - განაცხადა გიორგი გოცირიძემ. 

დღის ამბები