19 მაისი 2024,   07:30
ვრცლად
მსოფლიომ დედამიწის საათი აღნიშნა - აქციაში 172 ქვეყნის 7 ათასამდე ქალაქი ჩაერთო

მსოფლიომ დედამიწის საათი აღნიშნა. აქციას, რომელიც გარემოს დაცვას ემსახურება, 172 ქვეყნის 7 ათასამდე ქალაქი შეუერთდა. ზუსტად ერთი საათით ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათებები გამორთეს.

აქციის ფარგლებში ჩაბნელდა ეიფელის კოშკი, ათენის აკროპოლისი, ლონდონის ბიგბენი, დუბაის ცათამბჯენი - ბურჯ ხალიფა, ნიუ-იორკის ცნობილი ხიდი და სხვა ცნობილი შენობა-ნაგებობები.

მსოფლიოში უდიდეს აქციას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი, ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს, საქართველოც შეუერთდა და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერა გამოხატა.

დღის ამბები