19 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევის კიდევ ერთი მსხვერპლი - ბათუმში ავტომობილი ქალს დაეჯახა

ცოტა ხნის წინ ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქალბატონი ემსხვერპლა. ავტომობილი ქალს ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე დაეჯახა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-თან საუბრისას დაადასტურა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ადგილზე მისულ მედიკოსებს 28 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობით, მათ შორის ქალა ფუძის მოტეხილობით დახვდა. დაშავებულს ადგილზე პირველი დახმარება გაეწია.

ახალგაზრდა ქალბატონი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

რაც შეეხება მძღოლს, ის არ მიმალულა, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები