19 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
პარლამენტის შენობასთან "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციისთვის ემზადებიან

ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები იკრიბებიან. მათი მოთხოვნები უცვლელია, დაზარალებულები 5 ათას ლარიან კომპენსაციას და საბანკო ვალდებულების შეჩერებას ითხოვენ.

მათ ორი დღის წინ, საკრებულოს 3 ათას ლარიან შეთავაზებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ პირველადი კომპენსაცია 5 ათასი ლარი უნდა გამოიყოს. დაზარალებულები ასევე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.  

მათ პროტესტს დღეს პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობაც შეუერთდება. ასევე აქციას შეურთდება ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილიც. 

დღის ამბები