19 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
თბილისში ვიზალიბერალიზაციას აღნიშნავენ - ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება

თბილისში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საზეიმო ღონისძიებები იმართება. აღნიშვნა აღმაშენებლის გამზირზე სამი საათის წინ დაიყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი შეიკრიბა, მათ შორის არიან მინისტრები, მერიის წარმომადგენლები და დეპუტატები.

„სერიოზული და მნიშვნელოვანი მიზეზი გვაქვს და საფუძველი ამ ზეიმის. ის მნიშვნელოვან ნაბიჯს უკავშირდება ჩვენი ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი და საშუალება ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომ ეს კოორდინაცია, ეს კომუნიკაცია შედგეს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან,“ - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე.

დღეს, აღმაშენებლის გამზირზე შეკრებილი ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის გათამაშება და სიურპრიზიც არის დაგეგმილი.

ხვალ კი ღონისძიების ფარგლებში გალა კონცერტი გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები