19 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების გარდა, ხვალ გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას სუამის ქვეყნების სამიტშიც მიიღებს. ბიზნესფორუმს საქართველო თავმჯდომარეობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სუამის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება იქნება. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აცხადებს, რომ სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის გამართულ ბიზნესფორუმში ქართველი ბიზნესმენები პირველად იღებენ მონაწილეობას.

პრემიერების შეხვედრა გაიმართება დილით. შემდეგ მოხდება დოკუმენტების ხელმოწერა, იქნება ასევე ერთობლივი განცხადება, შემდეგ ბიზნესფორუმი, ჩამოდის თითოეული წევრი სახელმწიფოდან ბიზნეს დელეგაცია, რადგან საუბარია თავისუფალი ზონის ამოქმედებაზე და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი კიევში ჩამოვიდა,“ - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ.

წელს სუამის 20 წლის იუბილე აღინიშნება. სუამის შემადგენლობაში საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა შედის.

დღის ამბები