19 მაისი 2024,   05:21
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" თანამშრომლებისთვის წილების გადაცემა - სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ ტელევიზია სწორი მიმართულებით მიდის

რუსთავი 2-ის წილების თანამშრომლებისთვის გადაცემის ინიციატივას ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები აფასებენ. მათი განცხადებით, ასეთი ცვლილება ტელევიზიის დამოუკიდებლობას ხელს შეუწყობს.

„რასაკვირველია, ეს გააჩენს განცდას იმისა, რომ ტელევიზია არის ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი თავის სარედაქციო პოლიტიკასთან მიმართებაში, შეუძლია არავის ჰკითხოს ზევით, პარტიაში თუ სადმე სხვაგან სწორ ნაბიჯს დგამს, სწორად აშუქებს და რა გააშუქოს,“ - აცხადებს საინფორმაციო პორტალის ევროპა საქართველოსთვის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

გაზეთ რეზონანსის რედაქტორი, ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ რუსთავი 2 სწორი მიმართულებით მიდის.

„მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემები თანდათანობით დაიხვეწება და კიდევ უფრო მეტი მიდგომა, მეტად დაბალანსებული სამართლებრივი ფორმები მოიძებნება მომავალში, ეს არის პროცესის დასაწყისი,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი კი ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ის თანამშრომლებსა და სამაუწყებლო კომპანიის მფლობელებს შორის დისკუსია კიდევ უფრო კარგად აჩვენებს, თუ რა იყო ძმები ყარამანიშვილების ამოცანა.

ამავე თემაზე
დღის ამბები