19 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
ანტისამთავრობო აქციებმა ლოზუნგით "ძირს ხელისუფლების განუკითხაობა" რუსეთის დიდი ქალაქები მოიცვა

რუსეთის დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლები მომიტინგეთა დაკავებებით მიმდინარეობს. ადამიანები სახელისუფლებო წრეებში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ. დემონსტრაციები ლოზუნგით "ძირს ხელისუფლების განუკითხაობა" ალექსეი ნავალნიმ ყველა დიდ ქალაქში დაგეგმა, მათ შორის მოსკოვშიც, თუმცა ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერს არც აქციის ჩატარების ნებართვა მისცა და არც მიტინგზე მისვლის საშუალება.

აქციების ორგანიზატორი სამართალდამცველებმა მიტინგის დაწყებამდე დააკავეს. ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებთან ერთად მოედანზე შეკრებილ ხალხთან შესახვედრად მიდიოდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციის ლიდერის დაკავება ნავალნის მომხრეებმა ადგილზევე გააპროტესტეს და ავტობუსს წინ გადაუდგნენ. მიუხედავად ამისა სამართალდამცველებმა ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

საპროტესტო აქციები სახელისუფლებო კორუფციის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის ფონდმა მას შემდეგ დაგეგმა, რაც დიმიტრი მედვედევის ქონება შეისწავლა და აქტივები ქონებრივი დეკლარაციას შეადარა.

ყველაზე მეტი დაკავებულის შესახებ ინფორმაცია მოსკოვში ვრცელდება, სადაც მიტინგი არასანქცირებულია. დედაქალაქის მერიამ დემონსტრაციის ჩატარებაზე ორგანიზატორებს უარი უთხრა და მსვლელობის მარშრუტის გასწვრივ პოლიციის კორდონები ჩააყენა.

ავტორი: თეა თეთრაშვილი.

დღის ამბები